logo_geo
eng_logo
დევნილთა და განსახლების სამინისტრო 44 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
- +

6 იანვარი. 2017. 11:05



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის" სხდომა გაიმართა.


კომისიამ  2017 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში,  ეკომიგრანტი ოჯახების  უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე იმსჯელა. ამ ეტაპზე, კომისიის გადაწყვეტილებით,  სამინისტრო სახლს 44 სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდის.


აღნიშნულ ოჯახებს  საშუალება მიეცემათ უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი,  25 000 ლარის ფარგლებში,  თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.


კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner