2016 წელს, ტავ ჯორჯიას მიერ ოპერირებად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი წინა წელთან შედარებით 22% - ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 2.252.642 შეადგინა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 312.327 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38 % - ით მეტია.