ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ALL STAR-ის შუალედური მონაცემები უკვე ცნობილია.
შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თავის კონფერენციაში ხმების მიხედვით მე-2 ადგილს იკავებს.
ზაზა ფაჩულიას ამ დროისთვის 439 675 ხმა აქვს და მხოლოდ „გოლდენ სტეიტიდან" თავისი თანაგუნდელი კევინ დურანტი უსწრებს.
გასულ წლებში სასტარტო ხუთეულების გამოვლენა მხოლოდ გულშემატკივართა პრეროგატივა იყო, შერჩევის ახალი პრინციპის მიხედვით კი, ხმების 50% გულშემატკივართა აქტიურობიდან გამოთვლიან, ხოლო 25-25% კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლების ხმებით გადანაწილდება.
ქართველ გულშემატკივარს ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერა 16 იანვრის ჩათვლით კვლავ შეუძლია.