აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ტელეარხ PBS-ის ეთერში აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ქცევის მანერების შეცვლა ურჩია.
ჯო ბაიდენს კომენტარი სთხოვეს გაეკეთებინა დონალდ ტრამპის მიდრეკილებაზე თავისი აზრის ხშირად უხეში ფორმით, სოციალურ ქსელ „ტვიტერის" მეშვეობით გამოხატვაზე.
„გაიზარდეთ, დონალდ, გაიზარდეთ. დროა, გაიზარდოთ. თქვენ პრეზიდენტი ბრძანდებით და გვაჩვენეთ რა შეგიძლიათ", - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.