logo_geo
eng_logo
საქართველოს პრემიერმა სომეხ თანამოქალაქეებს და სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა
- +

6 იანვარი. 2017. 11:50



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ თანამოქალაქეებს და სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.


ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ვულოცავ ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.

საამაყოა, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ძმობა და მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მჯერა, რომ ქართველები და სომხები სიყვარულითა და პატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას.

ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს." - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner