logo_geo
eng_logo
პარლამენტის თავმჯდომარემ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა
- +

6 იანვარი. 2017. 12:05



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.


ჩვენს სომეხ დებს და ძმებს ვულოცავ შობის და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, გულითადად ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს აღმშენებლობისთვის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, ქართველი თანამოძმეების გვერდიგვერდ იღწვიან. მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს",- ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.


სომხური სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს 6 იანვარს აღნიშნავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner