საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტურის მეორე კენჭისყრა დაინიშნა. ფარული კენჭისყრით ყველაზე მეტი- 4 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო, თუმცა, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად სულ მცირე 5 ხმა იყო საჭირო. მეორე ტურში გადავიდნენ ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც 2 ხმა მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, როცა ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა.