logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: ძველი რემონტი, ძველთაძველი რეკვიზიტები -რომელთა დანახვა გულს შეგიწუხებთ...
- +

25 მარტი. 2016. 10:49


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე წერს, სადაც ამჟამად მისი ლიტველი სტუდენტი მკურნალობს:


ჩემი სტუდენტი რესპუბლიკურში წევს, მისი პალატა იმყოფება, არც მეტი და არც ნაკლები - სარდაფში. ძველი რემონტი, რომელიც სრულიად შემუსვრილია, ძველთაძველი რეკვიზიტები - ტუმბოს მსგავსი და ა.შ. რომელთა დანახვა გულს შეგიწუხებს, პალატები, რომელშიც მობილური ვერ ან თითქმის ვერ იჭერს, აქვს ციხის არ იყოს, მცირე სარკმელი და არა - ფანჯარა, ამიტომ, უჰაერობის პრობლემაც დგას და ა.შ.

 

რომ გავიგე, ჩემი სტუდენტი ცუდად იყო, ძალიან გავნერვიულდი, მაგრამ რომ ვნახე, როგორ პირობებში იყო ისიც და სხვა პაციენტიც, მერე უფრო მეტად დავიწყე ნერვიულობა.

ვნახე ოთახი, სადაც მენეჯერები ისხდნენ, ისინი კიდევ უფრო შემეცოდნენ, ისეთ მდგომარეობაში ჰქონდათ სამუშაო პირობები.

 

ამხელა საავადმყოფოში თუ ყველაფერი 0 და 1 სართულზეა, ერთი ექსკურსია უნდა მოვთხოვო ადმინისტრაციას, რა ხდება ზედა სართულებზე.

 

ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ სპეციალურმა კომისიამ დროულად განიხილოს დაფინანსების საკითხი და იმედი მაქვს, მის სასარგებლოდ გადაწყვეტს.

აქვე ვიტყოდი, ძალიან დიდი სირცხვილი ლიტვის საელჩოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა დავითი, რადგან არც ისე ბევრია ლიტველი საქართველოში და საელჩო გვერდით უნდა დაუდგეს თავის მოქალაქეებს, სტუდენტებს, რომელთან მსგავსი შემთხვევა მოუხდება და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაუდებელი დახმარება დასჭირდება. მჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფო, როგორც მეორე სამშობლო დედით ქართველი ლიტველი სტუდენტისა, ლიტვისგან განსხვავებით, გვერდით დაუდგება. ამ ყველაფერს კი ამ დღეებში გავარკვევ, როდესაც კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ ფოტოზე სიმწრის სიცილით ვიცინით ორივე - იუმორით ვხვდებით სიტუაციას", - წერს გამზარდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner