logo_geo
eng_logo
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა
- +

6 იანვარი. 2017. 13:10



თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა.


როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, სულხანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.


ნინო სულხანიშვილის გადადგომას „პარტიზანი მებაღეები" ითხოვდნენ. ისინი საქალაქო სამსახურის უფროსს უკანონობაში ადანაშაულებდნენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, ყაზბეგის გამზირის #24-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვა უკანონოდ გაიცა.


ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა სულხანიშვილის გადადგომა მათ მოთხოვნას.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner