logo_geo
eng_logo
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე სპეციალური წესი ამოქმედდება
- +

25 მარტი. 2016. 10:50


სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე  პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი ამოქმედდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს მინისტრთა კაბინეტი  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული წესის ამოქმედება  ძალიან ბევრ ადამიანს გადაუჭრის წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ქონების შეძენის პროცესში არსებულ პრობლემას.



ეს შეეხება პირებს, რომელთაც სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში შეექმნათ გარკვეული პრობლემა. საუბარია სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის ძალაში შესვლამდე, შეძენილ უძრავ ქონებასა და მიწაზე, რომელზეც  ოთხმოცი პროცენტი უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, ან ორმოცდაათ პროცენტიანი შესრულებით სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შემთხვევაში, გადახდილია საფასური მთლიანად და ვადების დარღვევის გამო ვერ მოხდა ქონების დაკანონება. ასეთი ქონება პირებს დაუკანონდებათ იმ პირობებში, თუ დაფარული იქნება დავალიანება",-განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner