გენერალ ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რუსეთმა შეიარარებული ძალების სირიიდან გაყვანა დაიწყო. მისი თქმით, ერთმა ნაკადმა უკვე დატოვა სირია.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იწყებს, შეიარაღებული ძალების განლაგების შემცირებას სირიაში,"- განაცხადა გენერალმა ვალერი გერასიმოვმა.
რუსეთმა სირიაში ჯარები 2015 წლის 30 სექტემბერს შეიყვანა და მას შემდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტია. ოფიციალური ვერსიით, რუსული მხარე ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" (ISIS) ებრძვის, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის რეალური სამიზნე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი რეჟიმია.