logo_geo
eng_logo
ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს არჩევანს უწონებს
- +

6 იანვარი. 2017. 14:30



მედიაექსპერტი ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას სამეურვეო საბჭოს მხრიდან დადებიტად აფასებს.


როგორც ანთაძემ „პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, მაღლაფერიძემ საბჭოსთან გასაუბრებაზე ძალიან საინტერესო ხედვები წარმოადგინა.


მიმაჩნია, რომ ძალიან ღირსეული არჩევანი გააკეთეს, სხვა ღირსეულ კანდიდატებს შორის. მინდა მქონდეს იმედი, რომ 6 წლის შემდეგ, როდესაც დამირეკავთ და მკითხავთ, როგორ შესრულდა ის ხედვა, რაც იყო საბჭოს წინაშე წარდგენილი, გეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თვისობრივად უკეთესი, რეიტინგული, სახალხო, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც საქმიანობა დაიწყო ვასილ მაღლაფერიძემ", - განაცხადა მედიაექსპერტმა.


რაც შეეხება იმას, რამდენად იქნება პოლიტიკური გავლენებისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი თავისუფალი, ანთაძე ფიქრობს, რომ ახლა ამ საკითხზე საუბარი ზედმეტია, რადგან მაღლაფერიძემ ყველაფერს ამომწურავი პასუხი გასცა სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებაზე.


დანარჩენი შევაფასოთ თავისი საქმით, იმ ნაბიჯებით, რომელსაც გადადგამს და იმ პროდუქტით, რომელსაც შექმნის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეიტინგით, რომელსაც წლების განმავლობაში მოიპოვებს", - აღნიშნა ანთაძემ.


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მეორე კენჭისყრით - ექვსი ხმით აირჩია. დირექტორობისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძოდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner