ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ორივე შემთხვევაში პაციენტებს სხვა ქრონიკული დაავადებაც აღენიშნებოდათ.
„დაფიქსირდა SARI-თ გარდაცვალების ორი შემთხვევა, რაც მძიმე და მწვავე რესპირაციული პროცესია, რომელშიც ჰოსპიტალიზაციის საჭიროება შედის. ამ შემთხვევაში ორივე პაციენტს ჰქონდა სხვა ქრონიკული დაავადებებიც, რომელიც ვირუსული დაავადებით გართულდა", - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ნიჟარაძე.