logo_geo
eng_logo
პენიტენციურ დაწესებულებებში საშობაოდ ამანათების მიღება მიმდინარეობს
- +

6 იანვარი. 2017. 15:00



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს. 


კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში დღეს, დღის ბოლომდე და ხვალ, 7 იანვარს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner