სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში დღეს, დღის ბოლომდე და ხვალ, 7 იანვარს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.