„ხელისუფლება ვალდებულია, ადეკვატურად მკაცრი იყოს ამ ბოროტი ინციდენტის საქმეში", - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აკეთებს. კვაჭანტირაძე ჯვრის მონასტრის კედლებზე სხვადასხვა წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ორი დღეა აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში, წერს:
„არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს ბოროტება ჯვრის მონასტრის კედლებზე, მაგრამ სახეზე გვაქვს ქართველი ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უწმინდესი სალოცავის შეურაცხყოფა. ალბათ, ამის გამოძიება ჩატარდება (უნდა ჩატარდეს) და მსგავსი ვანდალიზმის საწინააღმდეგოდ პრევენციული და დაცვითი ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს დაუყონებლივ. ხელისუფლება ვალდებულია, ადეკვატურად მკაცრი იყოს ამ ბოროტი ინციდენტის საქმეში, მაგრამ ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს - სად არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენთვის, ქართველებისთვის ჩვეული რელიგიური ტოლერანტობა შემოსავლიან სამსახურად და გრანტების წყაროდ აქციეს? სად არიან ის ადამიანები, ვინც სხვა, გაცილებით უფრო „მსუბუქ" შემთხვევებში თავს არ გვავიწყებენ ხოლმე? თუ საქმე იმაშია, რომ მათ ზოგიერთ დონორს და გრანტის მიმცემს ჩვენი ეროვნული ფასეულობების და სიწმინდეების შელახვის შემთხვევები არ აინტერესებს?
სირცხვილია! გრცხვენოდეთ, პატივცემულო არასამთავრობოებო, ვისაც გეკუთვნოდათ, მაგრამ აქამდე ამ ვანდალიზმზე ხმაც კი არ ამოგიღიათ!" - წერს კვაჭანტირაძე.
იხილეთ:
ვანდალიზმი მცხეთაში:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=3471