logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: დღეს საზეიმო წირვა-ლოცვას ჩვენი უწმინდესი აღავლენს
- +

6 იანვარი. 2017. 15:36



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს საზეიმო წირვა-ლოცვას ჩვენი უწმინდესი აღავლენს.


როცა სამშობლოს და დედა ეკლესიას ერთგულად ემსახურები (რასაკვირველია, შენი შესაძლებლობის ფარგლებში), მტერი გიმრავლდება - ზოგი ვირტუალურად განადგურებს და ზოგი რეალურად ცდილობს გავნოს, გესროლოს ლაფი, ტალახი, თავის მართლების მდგომარეობაში ჩაგაყენოს. ზოგი ფინანსურად ძლიერია, შეუძლია ჭია-ღუები დაიქირავოს და თავად არ დაგიპირისპირდეს; ქირას ზოგჯერ ჯიბეში ჩაუცურებენ და ხშირ შემთხვევაში გრანტის სახით არიგებენ. მომხმარებელი იცოცხლე მრავლად ჰყავთ. მათ ზოგი ლიბერალებს ეძახის; ჩემთვის ისინი თანამედროვე ფაშისტები არიან.

 

არიან ისეთებიც, რომ ქირა, გრანტი და ფინანსები დიდად არ ადარდებთ. აგრესიულებით გამორჩეულები თანამედროვე ფაშისტებს გამჭრიახობით ჩამორჩებიან. სამშობლო არ უყვართო, ამას ვერ იტყვი, მაგრამ ჩაციკლულები არიან და დედა ეკლესიასა და პატრიარქს ალმაცერად უყურებენ. უფრო მკვეთრ გამონათქვამებს მოვერიდები. მეცოდებიან და ამიტომ. მათ მე ისტებს" ვეძახი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ, მაგრამ გონება ისე აქვთ მოწყობილ-დალაგებული, რომ სანამ ამ ქვეყნად ვართ, მათი საშველი არ არის...

 

უნდათ არა, თანამედროვე ფაშისტებიც და ისტებიც" მხარდამხარ უტევენ იმათ, ვინც სამშობლოს და დედა ეკლესიას ერთგულად ემსახურება, ვსიაც უყვარს უწმინდესი და მთელი სიცხადით აცნობიერებს მის განუზომელ ღვაწლს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერის წინაშე.

 

ზოგს მეტად უპირისპირდებიან, ზოგს ნაკლებად. თანამედროვე ფაშისტებისა და "ისტების" შეტევის ერთ-ერთი ობიექტი პროფესორი სერგო ვარდოსანიძეა. ღმერთმა გააძლიეროს ბატონი სერგო და დიდხანს ამსახუროს ჩვენს ქვეყანას და დედა ეკლესიას.

 

ვინც მის გვერდზე დროდადრო თვალს მოჰკრავს ხოლმე ზემოხსენებულების შემოტევებს, არ გაუკვირდება სწორედ დღეს, დამდეგ შობას რატომ ვწერ მასზე. წარმომიდგენია პირად ფოსტაში როგორი შინაარსის წერილებს უგზავნიან. ვისაც ამის გამოცდილება გაქვთ, მიხვდებით რას და როგორი ფორმით წერენ, როგორ ემუქრებიან, როგორ აგინებენ, როგორც მას, ისე ჩვენს უწმინდესს და დედა ეკლესიას.

 

დღეს საზეიმო წირვა-ლოცვას ჩვენი უწმინდესი აღავლენს - უფალმა გააძლიეროს და ჯანმრთელობა მისცეს, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. პირადაპირ ეთერში ტრანსლიაციას კი ბატონი სერგო გაუძღვება, სასულიერო პირთან ერთად, ისე, როგორც სხვა დროს ხდება" - წერს მიქიაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner