logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოში, იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმსა და ბალკანეთში
- +

6 იანვარი. 2017. 16:28



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვერავინ შეძლებს თურქეთის ერთიანობისა და მთლიანობის განადგურებას. ტერორისტები და მათი თანამზრახველები ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს.


მისი თქმით, ტერორისტები ვერ შეძლებენ თურქეთში ნაციონალური ან რელიგიური შუღლის გაღვივებას.


ცდილობენ თურქეთი მუხლებზე დააყენონ. ტერორისტები ჩვენ ყველა მხრიდან გვიტევენ. მტრები ცდილობენ თურქ ხალხს ზურგში დანა ჩასცხონ. ასეთი თამაშები არ გაუვათ.

ძალები, რომლებსაც არ შეუძლიათ თურქეთი ღიად გამოიწვიონ, მალულად მოქმედებენ. საინტერესოა ის, რომ ვინც ადრე თურქეთს ურცხვად ბრალს დებდადაეშის" წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმაში, დღეს ანკარასგან ითხოვს ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას. მაგრამ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას.

თურქეთი თავიდანთვე თვითონ წყვეტს თავის პრობლემებს. ჩვენ ძირშივე უნდა გავანადგუროთ თურქეთის მიმართ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა გაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში იწყება, არამედ სირიის ალეპოში და იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში, ბალკანეთში", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner