logo_geo
eng_logo
ილია ჩაჩიბაია ვასილ მაღლაფერიძეზე: არასწორს არაფერს გააკეთებს!
- +

6 იანვარი. 2017. 16:50

 

 

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალური ქსელის მეშვეობით ვასილ მაღლაფერიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევას ულოცავს.

 

ვასილ მაღლაფერიძეს ვულოცავ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევას! გულწრფელად რომ ვთქვა, უფრო შესაფერისი კანდიდატურა მე ვერ დავინახე.

იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდება ხალხს და ობიექტური გახდება. ვასილ მაღლაფერიძემ გუბერნატორის პოსტი სწორედ მაშინ დატოვა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება ზეობდა, უსამართლობას არ შეეგუა. ვიმედოვნებ ახლაც ასე იქნება, არასწორს არაფერს გააკეთებს!

ისიც საგულისხმოა, რომ 20:30-ში გენერალურ პროდიუსერად მუშაობის პერიოდში GDS-ის ერთი გადაცემა უფრო პოპულარული იყო ვიდრე მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებელი..." - წერს ჩაჩიბაია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner