logo_geo
eng_logo
თათია სამხარაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გვაქვს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი, ამიტომ…
- +

6 იანვარი. 2017. 16:52


 

მიჭირს, ვუთხრა ქალებს, რომ არ გაჩუმდნენ, რადგან ამ საზოგადოებისგან ათასჯერ მეტი შეურაცხყოფის მოსმენა მოუწევთ", - თქვა მსახიობმა თათია სამხარაძემ. მან ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც თავად აღნიშნა, საქმე სამსახურში გენდერულ დისკრიმინაციაზეა აღძრული.

 

ძალიან გამიჭირდა სამსახურის პოვნა, საზოგადოებაში აზრი სუფევდა რომ ინტრიგანი ვარ. კაცს ერთი "წაჩალიჩების" გამო, ცხოვრება დავუნგრიე. ეს სტიგმა ალბათ სულ გამყვება, მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრებაც შემიძლია, იმიტომ რომ მე საკუთარ თავთან ვარ მართალი.


 

მიჭირს, ვუთხრა ქალებს, რომ არ გაჩუმდნენ, რადგან ამ საზოგადოებისგან ათასჯერ მეტი შეურაცხყოფის მოსმენა მოუწევთ, როდესაც დახმარებას ითხოვენ და თავიანთ პრობლემას გააცხადებენ. მე დიდი ხანია ვცდილობ აღარ ვიარო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

 


იმასაც ვუშვებ რომ, შეიძლება მეც წავაგო სასამართლო. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გვაქვს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი, ამიტომ, საქმე სამსახურში გენდერულ დისკრიმინაციაზეა აღძრული. დიდი იმედი მაქვს, ქვეყანა ჩალით არ არის გადახურული და მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ", - აღნიშნა თათია სამხარაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner