თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 9 იანვარს პატიმრობიდან გათავისუფლდება. სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობის ვადა გაუნახევრა. მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.
საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე. თბილისის ყოფილი მერი ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.