logo_geo
eng_logo
თამაზ ჩიქვანაია: პატივსაცემ ადამიანს - არმაზ სანებლიძეს პირდაპირ მივმართავ!
- +

18 თებერვალი. 2016. 13:39



იუბილარზე წერა, რატომღაც, მიღებულია მესამე პირში. იმედია, ორიგინალობაში არ ჩამეთვლება, თუ ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს პირდაპირ მივმართავ:


ბატონო არმაზ! 80 წლისა მოყრილხართ და გილოცავთ. ბარე ოთხი ათეული წელია, მაქვს პატივი, გიცნობდეთ, უფრო მეტიც, კარგა ხანს თქვენი ხელმძღვანელობით ვიმუშავე. ეს ის ასაკი იყო, როცა გგონია, რომ უკვე „პროფესორი" ხარ, ამ დროს ნამდვილ პროფესორს შეხვდები და არკვევ, რომ კიდევ კარგა გრძელი გზა გაქვს გასავლელი. ამასწინათ, ახალგამოსული წიგნი მისახსოვრეთ წარწერით. ამ მინაწერის შინაარსმა გამახარა. თუ თქვენ თვლით, რომ ის გრძელი გზა მართლაც გავიარე, გამოდის, ჩემს შრომას, ცხოვრებას მართლაც ჰქონია აზრი. დღესაც მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლობით. საოცარი ადამიანი ხართ, ტოლივით ექცევით ყველას, შვილებად და შვილიშვილებად რომ გეკუთვნიან (ეს დიდბუნებოვანი კაცების ჩვევაა) და ისინიც (მეც მათ შორის) ცდილობენ, თქვენდამი დიდი პატივისცემა ერთგვარი მოკრძალებით გამოხატონ. ბატონო არმაზ! თქვენი შემხედვარე, ასაკის აღარ მეშინია, ისეთივე მხნე და შემართული ხართ, როგორც იმ შორეული 70-იანების ბოლოს, როდესაც ერთმანეთი გავიცანით.


კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს და გულწრფელად მოგახსენებთ: - ჩემთვის დიდი პატივია თქვენი უმცროსი მეგობრის ტიტული!



P.S. „რეპორტიორი" სრულად იზიარებს თამაზ ჩიქვანაიას  მოსაზრებას, ულოცავს ბატონ არმაზს 80 წლის იუბილეს, მხნეობასა და ჯანმრთელობას უსურვებს და იმედს იტოვებს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.




იხილეთ:



საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე იუბილარია: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=339





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner