logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში უნდა დაბრუნდეს
- +

25 მარტი. 2016. 10:53


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას რუსეთის მთავრობას უკრაინელი მფრინავი ქალის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში უნდა დაბრუნდეს.



მე ვისაუბრე ნადეჟდა სავჩენკოზე და იმაზე, რომ მას უნდა მიეცეს უფლება, დაბრუნდეს უკრაინაში. ეს ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია და დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ჯონ კერიმ.



სერგეი ლავროვის განცხადებით, მან ჯონ კერის ყველა შეკითხვას სავჩენკოსთან დაკავშირებით უპასუხა.



ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რითიც ზოგიერთი სპეკულირებს, საშიში არ არის", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.



ნადია სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დონბასში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაშია ბრალდებული.



ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართული შეხვედრისას უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ არსებული პრობლემების მოგვარებისთვის მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner