რეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღია და გენდირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
ხაინდრავას თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორობის ბოლო 5 კანდიდატში ვასილ მარლაფერიძე ერთადერთი ადამიანია, ვისაც ხალხისა და ტელევიზიის, როგორც საწარმოს მართვის დიდი გამოცდილება აქვს.
„ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს "საზოგადოებრივ მაუწყებელს" "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდეს და არა "მივიწყებული მაუწყებელი", როგორიც ახლა არის. ბორდს არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღია. ვასილ მაღლაფერიძე სხვადასხვა ხელისუფლების დროს სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა, მაგრამ ვერავინ ვერ დაადანაშაულებს მას ანგაჟირებულობაში", - განაცხადა „პირველთან" საუბარში გოგა ხაინდრავამ.
დღეს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამაურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 წლის ვადით ტელევიზიის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა.