logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ორჯერ შედგა შეხვედრა, თუმცა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ
- +

6 იანვარი. 2017. 17:11



ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „გაზპრომის" წარმომადგენლებთან ორჯერ შედგა შეხვედრა, თუმცა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.


მისი თქმით, გაიმართება მომავალი შეხვედრა, თუმცა თარიღი ცნობილი არ არის.


ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ თუნდაც იმ შემოთავაზებაზე, რასაც ისინი გვეუბნებიან, რაც ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს, ამ შემთხვევაში, საქართველომ უნდა მიიღოს იგივე სარგებელი, რაც ნედლეულის სახით მიღებული ბუნებრივი აირისაა", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner