logo_geo
eng_logo
ომის ვეტერანი დავით მეტრეველი 100 წლისაა
- +

6 იანვარი. 2017. 17:16



 დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს დავით მეტრეველს 100 წელი შეუსრულდა. იუბილარს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე ყვარელში ეწვია და დაბადების დღე პირადად მიულოცა, სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.


ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დავით მეტრეველს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აკია ბარბაქაძე და ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესტუმრნენ, იუბილე მიულოცეს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული საპატიო ჯილდო და სხვა საჩუქრები ჩაუტანეს.


დავით მეტრეველი 1942 წელს, 25 წლის ასაკში ომში წავიდა. იბრძოდა ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, სადაც ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს მეთაურობდა. ნოვოროსიისკთან გამართული ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა. მიღებული აქვს არაერთი საბრძოლო ჯილდო, მათ შორის სამამულო ომის I ხარისხის ორდენი.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner