logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა
- +

6 იანვარი. 2017. 17:37


 


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატთან ილია ჯიშკარიანთან ერთად სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.



საზეიმო ლიტურგიის დასრულების შედეგ გიორგი ალიბეგაშვილმა სომეხ მრევლს სიტყვით მიმართა, შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 



ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.
ქართველებს და სომხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა  გვაკავშირებს, რომელიც როგორც ქრისტინულ ცივილიზაციაში, ასევე კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მინდა სომეხ ხალხს მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

 

და ქვეყნის აღმშენებლობის, მისი დემოკრატიული განვითარების საქმეში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხებისწვლილს გაუსვა ხაზი.



სომხური სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს დანათლისღებას აღნიშნავს. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner