საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წყნეთის დევნილ მოსახლეობას სოციალური პრობლემები მოუგვარა. ამის შესახებ „facebook"-ში ერთ-ერთი ადგილობრივი წერს.
„წყნეთში კალაძეს ადგილობრივ მაღაზიებში ხალხის, უმეტესად ლტოლვილების დავალიანება გადაუხდია, ჩემი ლტოლვილი მძღოლის ცნობით. Secret santa", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ახალი წლის დღეებში სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული მოსახლეობაში გამოჩნდა და გამვლელები საჩუქრებით გაანებივრა.