logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის ორგანიზაცია და „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ კომპლექსის მშენებლობის პროექტს ოფიციალურად წყვეტს
- +

6 იანვარი. 2017. 18:59



„სილქ როუდ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ  დონალდ ტრამპის ორგანიზაცია და „სილქ როუდ ჯგუფი" ბათუმში „ტრამპ თაუერის" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს ოფიციალურად წყვეტს.

 

ტრამპის ორგანიზაცია დასილქ როუდ ჯგუფი" ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ . ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემასსილქ როუდ ჯგუფის" და საქართველოს რესპუბლიკის მიმართ.

სილქ როუდ ჯგუფი" თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას (ტრამპის ორგანიზაციის გათავისუფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან). სამომავლოდსილქ როუდ ჯგუფი" გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და დარწმუნებულია, რომ ეს ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც ბატონი ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ ერთი მიმართულება", - ნათქვამია „სილქ როუდ ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner