სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მცხეთაში მდებარე ჯვრის მონასტერზე თურქულ და არაბულ ენებზე შესრულებული წარწერები შეინიშნებოდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე არაბული წარწერის არსებობას ადასტურებს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„ჯვრის მონასტერზე ეს წარწერები ნამდვილად არის, კერძოდ, მცირე ჯვრის ჩრდილოეთ ფასადზე. წარწერები პულვერიზატორით არის შესრულებული, საკუთარი სახელებია. ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას, მოვიდა ადგილზე და დაიწყო მოკვლევა", - განაცხადეს პრესსამსახურში.