საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით „გირჩის" წევრებს მიმართავს:
„არ მინდოდა ამ ახალ წელს პოლიტიკა, მაგრამ პარლამენტის შენობასთან მიახლოვებაზე ცემით რომ კლავდნენ დაჩის და ბიჭებს და თვეობით კაპეზეში სულს ხდიდნენ, მაშინ გექნათ საჯარო, თუნდაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქცია, თქვე გლახებო, - შენობა მაინც შეგეღებათ, ახლა გადიდგულებულებო..." - წერს ნაცვლიშვილი.