6 იანვარს მომხდარი ინციდენტის შედეგად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ერთი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც ქარხნის ტრანსპორტის საამქროში თბომავლის მემანქანის დამხმარედ მუშაობდა, მეოთხე საამქროს საკაზმის ბუნკერში ჩავარდა. პროფკავშრების წარმომადგენლის, კახა მაჩიტიძის განცხადებით, დაშავებულს პირველადი დახმარება უკვე გაუწის. მამაკაცი კლინიკა „ფერომედში" გადაიყვანეს, მას ხერხემლის მალა აქვს გატეხილი.