logo_geo
eng_logo
ვანდალიზმი მცხეთაში - ჯვრის მონასტერს სხვადასხვა წარწერები აქვს
- +

25 მარტი. 2016. 10:57


მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ისტორიული ძეგლის ერთ-ერთ კედელზე თურქული, არაბული და ლათინური წარწერებია, ხოლო ფილები კი - ამოტეხილი. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე ნინო ანდრიასოვა facebook-გვერდზე ავრცელებს. მისივე განცხადებით, ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი კედელი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.


„გუშინ ჯვრის მონასტერში მოსალოცად ვიყავით წასულები. ძალიან მინდოდა ჯვრის მონასტრის მონახულება. მონასტრის დაზიანებულ კედელზე თურქულ და არაბულ ენებზე რამდენიმე წარწერა შევამჩნიე. არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა X.AZIZ.

 

ფოტოებიც კი გადავუღე. ასე არ შეიძლება, ძალიან გულსატკენია, როდესაც ხედავ, რომ ისტორიულ ძეგლს პატივს არ სცემენ. სხვათაშორის, ჯვრის მონასტრის შემდეგ ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში წავედით. სახარბიელო მდგომარეობა არც იქ იყო. ერთ-ერთ კედელზე ქართული სიტყვები ეწერა. ტაძრის ეზოში კი სიგარეტის „ბიჩოკები", ნაგავი და პლასტმასის ჭიქები ეყარა. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს ძეგლებს, სხვა არავინ იზამს ამას", - განაცხადა ანდრიასოვამ „კვირასთან" საუბრისას.


იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან მომხდარი ფაქტით და სამომავლოდ დროულად აღკვეთენ ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაზიანებას.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner