logo_geo
eng_logo
დევნილთა სამინისტრო „დევნილთა პარტიას“ სთავაზობს, რომ ბინების განაწილების საკუთარი კრიტერიუმები წარადგინონ
- +

25 მარტი. 2016. 11:03


დევნილთა სამინისტრო „დევნილთა პარტიას" სთავაზობს, რომ მათ წარმოადგინონ დევნილებზე ბინების განაწილების საკუთარი კრიტერიუმები. დევნილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ „დევნილთა პარტიის" ორგანიზებით სამინისტროს შენობის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


„დევნილთა პარტია" აცხადებს, რომ კრიტერიუმები, რომლითაც ბინები ნაწილდება, მათთვის მიუღებელია. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები და ჩაერთონ კომისიის მუშაობაში. მარტო დევნილთა სამინისტრო არ წყვეტს კრიტერიუმებში ცვლილებებს ან ბინის მიღების საკითხს. ამაში ჩართულები არიან: არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, დონორი ორგანიზაციები და მათთან კოორდინაციით ხდება ყველა ამ ცვლილების განხორციელება და განაწილების პროცესი", - განაცხადა მურად აბლოთიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner