logo_geo
eng_logo
„ქედელების“ ბინადრებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საშობაო საჩუქრები გადასცეს
- +

7 იანვარი. 2017. 03:01


 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია სოფელ ბოდბეში, სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის - თემი „ქედელების" ბინადრებს ესტუმრა, იქ მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.



პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა მიეცეთ ინდივიდუალური განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა.



თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის არსებობდეს ღირსეული თანაცხოვრების გარემო",  - აღნიშნა ზაზა გრიგოლიამ.

 

 

პრობაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტკბილეული გადასცეს, მასპინძლებმა კი, სტუმრებს მათ მიერ შექმნილი ხელთნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს.


პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ აქციებს და „ქედელების" ბინადრებს სისტემატურად უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner