საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას შობის დღესასწაული სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა:
„გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! უფალი იესო ქრისტე იყოს ჩვენი და ჩვენი ოჯახების მფარველი. მრავალს დაესწარით!", - განაცხადა კახიშვილმა.
შობის სადღესასწაულო ლიტურგიას მრევლთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სასჯელ აღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დაესწრნენ. წირვის დაწყებამდე მათ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს.