logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი შობის დღესასწაულს შსს-ს სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზაზე შეხვდა
- +

7 იანვარი. 2017. 10:29


 



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შობის ღამეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზას ეწვია. მინისტრი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა, შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.


გიორგი მღებრიშვილი, სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზის პირად შემადგენლობასთან ერთად, სამმართველოს ტერიტორიაზე მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.


აღნიშნული ტაძარი სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლების ინიციატივითა და სახსრებით აშენდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner