logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ეპისტოლეს გზავნილები თითოეულმა ჩვენგანმა გაიზიაროს
- +

7 იანვარი. 2017. 11:02




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას დაესწრო.


წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.


საზეიმო წირვის  შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

 

„ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს. ვუსურვებ რწმენაში გაძლიერებას და მეტ სიკეთეს, მეტ სიყვარულს. ყურადღებით მოვუსმინეთ ეპისტოლეს. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო და მნიშვნელოვანია, რომ ისინი თითოეულმა ჩვენგანმა გაიზიაროს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner