logo_geo
eng_logo
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს
- +

7 იანვარი. 2017. 12:07


 



ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.


საზეიმო წირვა-ლოცვა 32-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა დავით ბუტიკაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.


საზეიმო წირვა-ლოცვას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner