ისრაელის ხელისუფლება გაერო-ს დაფინანსებას დაახლოებით 6 მილიონი დოლარით შეამცირებს. ამას ოფიციალური თელავივი გაერო-ს მიერ ებრაული დასახლებების წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას უკავშირებს.
დეკემბრის ბოლოს გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელისგან პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.
მიუხედავად ისრაელის არაერთი მოწოდებისა, აშშ-მა დაარღვია ტრადიცია და კენჭისყრაზე თავი შეიკავა, რამაც ხელი შეუწყო რეზოლუციის დამტკიცებას.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არ დაემორჩილება აღნიშნულ რეზოლუციას.