თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბელგიაში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
გიორგი ალიბეგაშვილმა უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებული ტერორისტული აქტი თანამედროვე ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა და მომხდართან დაკავშირებით ბელგიელ ხალხს და მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა.
„მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ყოველთვის იბრძოლებს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.