logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა
- +

7 იანვარი. 2017. 16:44




თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი, ტკბილეულის კალათები გადასცა. თბილისის საკრებულოსთან გამართულ ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. 



თბილისის მერმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა.



„შობა გამორჩეული დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს, შობასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ალილოობა აღინიშნება. ქალაქ თბილისის მერია თბილისის საკრებულოსთან ერთად აგრძელებს ალილოში მონაწილეობის ტრადიციას. ჩვენ ვუერთდებით ამ სახალხო დღესასწაულს და საჩუქრებს გადავცემთ მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს, პატარებსა და მოხუცებს,"-  განაცხადა დავით ნარმანიამ.



Description: C:UsersAdministratorDownloads4I0A1192 copy.jpg

 

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloads4I0A1457 copy.jpg

 

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloads4I0A1179 copy.jpg

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner