ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.
პრეზიდენტის სასახლეში ალილოს მსვლელობის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა საშობაო საჩუქრები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გადასცა.
„დღეს, ამ მშვენიერ მზიან დღეს მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული; დღე, როდესაც ჩვენში იბადება ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთისათვის მხარდაჭერისა და გაზიარების უნარი. ეს მშვენიერი რიტუალიც ამის გამოხატვაა, როდესაც ჩვენ გვაქვს უნარი გვიყვარდეს ერთმანეთი და ვუზიარებდეთ სიკეთეს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.