კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით ამ დრომდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინა.
ობიექტი, სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს კომპლექსის კვლევის დაწყება 2017 წელს აქვს დაგეგმილი, რომელშიც საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები ჩაერთვებიან.