logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ, რომ ძალიან შემრცხვეს
- +

25 მარტი. 2016. 11:09


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ფარული კადრების თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ისეთს ვერაფერს გაუვრცელებენ, რომ ძალიან შერცხვეს.



თვალთვალის ობიექტი მაშინ ყველა ვიყავით. ჩემზე თუ რაიმეს გავრცელება უნდათ, გაავრცელონ, მე არაფრის მეშინია. ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ, რომ ძალიან შემრცხვეს. შეიძლება, ერთი-ორ ძალიან შინაურ ადამიანს ვაწყენინო", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



მისი თქმით, ხელისუფლება არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში და კადრები არ უნდა გაენადგურებინა. თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ ფარული ვიდეოების ავტორები  ჩანაწერებს თავის დროზე რამდენიმე ეგზემპლარად გადაამრავლებდნენ და ქვეყნიდან გაიტანდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner