სააგენტო „Anadolu"-ს ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ, ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ელჩის მკვლელის და გიულენის მხარდამჭერებს შორის კავშირი არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვს 19 დეკემბერს, ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიალზე ესროლეს. ელჩი ადგილზე გადაიცვალა.