ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შსს-ში განმარტავენ, რომ ამჟამად საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.