logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძის შვილი აცხადებს, რომ გვარამიასთან დაკავშირებული ინციდენტის ერთადერთი მონაწილეა
- +

7 იანვარი. 2017. 22:38


 

 

ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან დაკავშირებული ინციდენტის მონაწილეა.


„ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან „Dinning room"- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!

ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.

ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში", - წერს რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დღეს რესტორანში თავს დაესხნენ.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner