„რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დღეს რესტორანში თავს დაესხნენ. ინციდენტთან კავშირი ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა. იგი ვაკის პოლიციის განყოფილებაში ბიძასთან, გია გაჩეჩილაძესთან ერთად გამოცხადდა.
გია გაჩეჩილაძემ მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი.
„ყელში ჰქონდა ამოსული, შემთხვევით გადაეყარა, ეს იყო ბუნებრივი რეაქცია და წინასწარ არაფერი ყოფილა დაგეგმილი. ყელში ჰქონდა ამოსული", - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.