logo_geo
eng_logo
რატი გაჩეჩილაძე გვარამიაზე: დავინახე, ვეღარ მოვითმინე და დავარტყი...
- +

8 იანვარი. 2017. 00:21


 


ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოში დაკითხვაზე მისული რატი გაჩეჩილაძე, ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას სცემა და ამის მიზეზად ნიკა გვარამიას მხრიდან, მასსა და მის ოჯახის წევრებზე განხორციელებული ფიზიკური და მორალური ძალადობას ასახელებს.


„ცხრა წლის განმავლობაში, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური და მორალური ძალადობის გამო, ყელში ამომივიდა, რომ დავინახე, ვეღარ მოვითმინე და დავარტყი", - განაცხადა რატი გაჩეჩილაძემ.


რატი გაჩეჩილაძემ ვაკე-საბურთალოს სამმართველო უკვე დატოვა და ის ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ. ინციდენტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძის შვილმა რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ ნიკა გვარამია პირადი ანგარისწორების მიზნით თავს დაესხმა.


შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner